6 მაისი. მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა მიეძღვნა დენიელ კიზის ნაწარმოებს _ "ყვავილები ელჯერნონისთვის". ჩარლი გორდონი ყველას სიყვარულს და მეგობრობას იმსახურებს; გთავაზობთ მარი ბერიძის(კლუბის წევრი, მეათე კლასი) შეფასებას: მე ყველას ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას, ის საშინელ რეალობაზე მოგვითხრობს, ძალიან ემოციურია და უამრავ რამეზე დაგაფიქრებს,მთავარი კი ისაა, რომ არასოდეს, არავის და არაფრის გამო არ უნდა თქვა უარი საკუთარ თავზე, სოციუმი ვალდებულია მიგიღოს და შეგიყვაროს ისეთი, როგორიც ხარ.